ბითლზი–ჩამოყალიბდა 1960 წელს პოპ და როკ–ენ–როლ ჯგუფი,ინგლისის ქალაქ ლივერპულიდან.დღემდე იგიგ მუსიკის ისტორიაში ერთ–ერთ ყველაზე წარმატებულ ჯგუფად ითვლება.ოთხეული რომელიც 1962 წლიდან შედგებოდა ჯონ ლენონის(რითმული გიტარა,ვოკალი),პოლ მაკ–კარტნი(ბას–გიტარა,ვოკალი),ჯორჯ ჰარისონი(წამყვანი გიტარა,ვოკალი) და რინგო სტარისაგან(დასარტყამი ინსტრუმენ– ტები,ვოკალი),1960–იან წლებში აშშ–ის მუსიკაში ბრიტანული შემოსევის პიონერად გახდა.
ბითლზებმა დაიწყეს სკიფლისა და 1950–იანი წლწბის ტიპის როკ–ენ–როლის შესრულებით.ბითლზმა შემდგომში საკუთარი მუსიკა დახვეწა,პოპ–ბალადებებიდან ფსიქოდელიურ როკამდე,რასაც ხშირად ემატებოდა კლასიკური მუსიკისა და სხვა ჟანრების ელემენტები.მათ საოცარ პოპულარობასთან ერთად,რომელმაც პირველად იფეთქა “ბითლომანიის’’ სახით ასევე მასშტაბებს იძენდა ჯგუფის წევრების, როგორც სიმღერების ავტორების ნიჭი. ბითლზი 1960–იანი წლების სოციალური და კულტუ– რული რევოლუციების საფუძვლად იქცა.
თავდაპირველად ჯგუფში შედიოდნენ ლენონი,ჰარისონი, მაკ–კარტნი, სტიუარტ სატკლიფი (ბასი) და პიტ ბესტი (დასარტყამი ინსტუმენტები).1960–იანი წლების დასაწყისში მათ დიდი წარმატება იქონიეს ლივერპულისა და ჰამბურგის ღამის კლუბებში. 1961 წელს სატკლიფმა დატოვა კოლექტივი.შემდეგ წელს ბესტი რინგო სტარმა შეცვალა.კოლექტივის მენეჯერი გახდა ბრაიან ეფსტაინი მუსიკალური მაღაზიის მფლობელი,ხოლო ალბომების პროდიუსერი – ჯორჯ მარტინი. მათი მხარდაჭერით ჯგუფმა 1962 წელს მიაღწია მნიშვნელოვან წარმატებას სინგლით “Love Me Do”. შემდეგ წელს მათ საერთაშორისო აღიარებაც მოიპოვეს და 1966 წლამდე, ალბომების ჩაწერის პარალელურად, აქტიურ საკონცერტო ტურნეებში იმყოფებოდნენ. სტუდიური წლების პერიოდში ბითლზმა ჩაწერა ალბომი “Sgt. Peppers Lonely Hearts Club Band’’, რომელმაც კრიტიკოსებისაგან დიდი მოწონება დაიმსახურა. ბითლზმა მაშინდელ მუსიკალურ სამყაროზე დიდი გავლენა მოახდინა და სრულიად შეცვალა იგი.
